
Le Méridien Batumi: „დატვირთულობა და ფასები მზარდია“
Le Méridien Batumi-ის დატვირთულობა გაზრდილია. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა ნონა შოთაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მოთხოვნა მაღალი იყო დაბალ სეზონზეც, დამსვენებლების დიდ ნაწილს კი ადგილობრივთან ერთად, ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსული სტუმრები შეადგენენ. „სასტუმროში მოთხოვნა მზარდია, გაცილებით მაღალი დატვირთულობით ვმუშაობთ დაბალ სეზონზეც. უმეტესად არიან ქართველები, აქტიურია ისრაელი, თურქეთი. ჯავშნები მზარდია მაღალი სეზონისთვის როგორც ჯგუფური