
ბათუმის მერია უამინდობის გამო ქალაქში შექმნის ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ორი მოქალაქის სიცოცხლეს, რომლებიც გორგასლის ქუჩაზე დაშავდნენ, საფრთხე არ ემუქრება. საქმე ისაა, რომ ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. “ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში