
2025 წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გა
“2025 წლის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გაფართოვდება”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში წერია. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ღონისძიების განხორციელების საჭიროება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზის საფუძველზე გადაწყდა. “აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზი, მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის