
ბიურომ მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა – გამონაკლისი ბალტიის ქვეყნებია
ერთპარტიული პარლამენტის ბიურომ 9 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების განახლებული შემადგენლობები. გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის შექმნაც საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით იყო განსაზღვრული. გამონაკლისი მხოლოდ სამი ქვეყანაა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა. როგორც ბიუროს