
კლიმატის ცვლილება პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილის წარმოებას ემუქრება
კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილის წარმოებას, რადგან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის იმ რეგიონთა ⅔-ში, სადაც ყველაზე მეტი ბანანი მოჰყავთ, შესაძლოა, 2080 წლისთვის ხილის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო აღარ იყოს. ტემპერატურის ზრდა, ექსტრემალური ამინდი და კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული მავნე მიკროორგანიზმების გაჩენა ბანანის მწარმოებელ ქვეყნებში, მაგალითად, გვატემალაში, კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში, მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს –