
“ცხოველთა საკვების ექსპორტში 90%-იანი წილი გვაქვს” – Nutrimax-ი საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს
ფერმერული მეურნეობებისთვისა და კომპანიონი ცხოველებისთვის საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორის განცხადებით, საქართველოდან ცხოველთა საკვების ექსპორტში კომპანიის პროდუქტს 90%-იანი წილი უკავია. 2016 წელს გახსნილი წარმოების წლიური წარმადობა დაახლოებით 85 000 ტონაა, რასაც “ნუტრიმაქსი” ფერმერულ მეურნეობებს ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის აწვდის. მეორე საწარმო კი 2023 წელსაა გახსნილი და წელიწადში ძაღლისა და კატისთვის განკუთვნილი 25 000 ტონა