
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ბექა ურუშაძე უხელმძღვანელებს
“ქართული ოცნების” მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა. ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების