
„ბიელსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
იურიდიული ფირმა „ბიელსი“, რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „ბიელსი“ ადგილობრივი ბაზრისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად განვითარდა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საბანკო და საფინანსო სამართალის, საგადასახადო სამართალის, კორპორაციული ტრანზაქციების, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სასამართლო დავებისა და საერთაშორისო