
აშშ-ის 10%-იანმა ტარიფმა, შეიძლება, მეტი შესაძლებლობა გაუჩინოს ქართულ ღვინოს – მარიამ ქოიავა
SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოდან იმპორტზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი ქართველი ღვინის მწარმოებლებზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც მან გადაცემა “საქმიან დილას” რუბრიკაში “ბიზნესი 360 გრადუსით” ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვისას ახსენა, ამან პირიქით, შესაძლოა, მეტი შესაძლებლობები გაუჩინოს ქართულ ღვინოს. „არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი ქართული ღვინისთვის ამერიკის ბაზარზე. არგუმენტი