
ჩინეთი აპირებს ბირთვული ენერგიის დადგმული სიმძლავრით მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა გახდეს
ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ კიდევ ათი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაუჭირა მხარი. როგორც Bloombeg-ი წერს, ჩინეთისთვის ატომური ენერგია ერთ-ერთი მთავარია სუფთა ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკაში. ქვეყანაში ამ ეტაპზე 30 სადგური მშენებლობის პროცესშია და მოსალოდნელია, რომ ათ წელში ჩინეთი მსოფლიოში ატომური ენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნება. ამას გარდა, წლის ბოლოსთვის ჩინეთის ატომური დადგმული სიმძლავრე 65 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს, ანუ