
როგორ მიიღეს ინვესტორებმა ირანზე განხორციელებული შეტევა?
დაძაბული შაბათ-კვირის და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მიუხედავად, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საკმაოდ მდორედ დაიწყო. ნავთობის ფასი 0.2%-ით არის შემცირებული და ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 74 დოლარად ივაჭრება. ოქროს ფასი 0.1%-ით შეიცვალა და უნცია მეტალის ფასმა 3,365 დოლარი შეადგინა, ერთკვირიან პერიოდში კი საქმე გვაქვს 0.6%-იან კლებასთან.