
ბრიტანეთს სურს, აბრამოვიჩმა Chelsea-ის გაყიდვით მიღებული შემოსავალი უკრაინას გადაურიცხოს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, სასამართლოში უჩივლოს საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ყოფილ მფლობელ რომან აბრამოვიჩს, რათა დარწმუნდეს, რომ კლუბის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს აბრამოვიჩი უკრაინაში გადარიცხავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთისგან დასანქცირდა, საფეხბურთო კლუბის გაყიდვით მიღებული £2.5 მილიარდი კი მის საბანკო ანგარიშზეა გაყინული. მთავრობას სურს, ეს თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში დაიხარჯოს, თუმცა თავად აბრამოვიჩი