
თბილისში, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 2-3 მაისს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE 2018 წლიდან ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ინიციატივით იმართება. მიმდინარე წელს, ფესტივალში მონაწილეობს ასოციაციის წევრი 84 ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნის 30 მარანი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ტაივანიდან