
როგორ კავშირშია “ჯორჯიან მანგანეზი” “ჭიათურის კრიზისთან” და რა ბერკეტი აქვს პროფკავშირებს დღეს?
“იურიდიული ბერკეტი გაგვაჩნია, რომ იქნებ ხვალ ჭიათურის მოსახლეობას არ შიოდეს“ – ეს განცხადება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ჭიათურის კრიზისსა“ და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას გააკეთა. ირაკლი პეტრიაშვილი გულისხმობს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისა“ (CMC) და პროფკავშირს შორის არსებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომელიც CMC-ს ავალდებულებს, დაახლოებით, 3500 დასაქმებულებისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას ხელფასის 60%-ის ოდენობით და