
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 300-ს აღემატება
ერთი კვირის წინ მიანმარში მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 354-ს აღწევს. დაშავებულია 4 508 ადამიანი, 220 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება – ინფორმაცია 5 აპრილს სამთავრობო უწყებამ განაახლა. 28 მარტს მომხდარი სტიქიის შემდეგ ვითარება მიწისძვრის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ მანდალეიში, კვლავ საგანგაშოა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ მოუწოდებს. “მიანმარში