
TIME-ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია ცნობილია
ჟურნალ TIME-მა ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური სია განაახლა. ჩამონათვალი, რომელშიც 100 ადამიანი ხვდება, იმათ აერთიანებს, რომლებიც გლობალურ წესრიგს ამკვიდრებენ და მის მომავალს განსაზღვრავენ. TIME 100-ში ხვდებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები, ასევე სპორტსმენები, არტისტები და ბიზნესმენები. წარმოდგენილი სექტორები მრავალფეროვანია. 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არიან ტრამპის ადმინისტრაციის 6 წარმომადგენელი, 16 კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორები და ბიზნესლიდერები.