
რატომ იზრდება ბირჟაზე გაზის ფასი?
ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება – ერთკვირიან ჭრილში გაზის ფასი საშუალოდ 12%-ითაა მომატებული. თითქმის ანალოგიური ვითარებაა ამერიკულ და ბრიტანულ ბაზრებზეც, რაც საერთო გლობალურ ტენდენციას ასახავს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 38.5 ევროს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში