
“გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დეტალური მეთოდოლოგიის შესაბამისად არ ხდება”, – ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებულად სენსიტიურია სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეები, რომლებიც ითვალისწინებს უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას, რადგან სხვადასხვა მიზეზთან ერთად, დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ამასთან, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის N7 ზოგადი ომენტარის მიხედვით, გამოსახლება არ