
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი – NAEC-ის განცხადება
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, წლევანდელი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. უწყების ცნობით, საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე. “დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან ( online.naec.ge ); საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს; შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ