
განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება – რევაზ სოხაძე
“ოცნების” ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ სანაპირო ზოლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ სანაპიროების აღდგენის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამასთან, როგორც მან თქვა, შეაფასეს ამ ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალიც. “პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც მოვინახულეთ განმუხურის, ანაკლიისა და მალთაყვის სანაპიროები.