
“ტენდენცია მცირდება” – 2024 წელს სამუშაო ადგილზე 33 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 257
2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 33 ადამიანი გარდაიცვალა, 257 კი დაშავდა, – ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა. 28 აპრილი მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღეა. გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე ინციდენტის შედეგად დაზარალებულთა/გარდაცვლილთა რაოდენობა 290-ს აღწევს. როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, ბოლო ხუთი წლის