„გახარია საქართველოსთვის“: კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე

„გახარია საქართველოსთვის“: კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია მზად არის, ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დისტანციურად ესაუბროს, თუმცა კომისია ამ ფორმატს არ ეთანხმება და მის ფიზიკურ გამოცხადებას მოითხოვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახარიამ უკვე უპასუხა კომისიის კითხვებს 14 აპრილს გამართულ 6-საათიან სხდომაზე და კვლავაც მზად არის დისტანციური ფორმატით ჩართვისთვის, რადგან ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება.

Read More