
მეორე კენჭისყრით მერცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს
ხმის მიცემის მეორე რაუნდით, გერმანიის ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი კანცლერად აირჩია. დღეს დილით წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სადაც კონსერვატიული კავშირის ლიდერმა 310 ხმა მოიპოვა, ნაცვლად საჭირო 316-სა, განმეორებით კენჭისყრაში მერცის კანდიდატურას 325-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის