
დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე – გერმანიის საელჩო
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. “პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს. დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში