
რატომ ქვეყნდება გზის გადაკეტვის ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებაზე? – შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის გადაკეტვისთვის ჯარიმების პირდაპირ ვებგვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, თითქოს, ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეა გამოწერილი. ჯარიმები მიუვიდათ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ. შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ირწმუნება, რომ ეს ტექნიკური ხარვეზით არის განპირობებული. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების