
იმპორტირებული საზამთროს გამო, შარშან, 500 ტონამდე მოსავალი გასაყიდი დამრჩა – ფერმერი
ფერმერი, გია ჩახვაშვილი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმპორტირებული საზამთროს გაზრდილმა მოცულობამ ადგილობრივ ბაზარზე მის მეურნეობას სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა. მისი თქმით, ფერმერს საზამთრო კახეთში, 20ჰა-ზე აქვს გაშენებული. შარშან ფერმერს 500-600 ტონა საზამთრო გასაყიდი დარჩა, რაც პირდაპირ უკავშირდება იმპორტირებული პროდუქციის დომინირებას ქართულ სავაჭრო ქსელებში. „მარკეტებში, დახლებზე იმპორტირებული საზამთრო უდევთ. არადა, უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ ყველაფერს, ბიო პროდუქტებით.