
“ფინანსები და გარანტია, რომ დაწყებული პროექტი დასრულდება”- რამდენად რეალურია ვაკეში მეტროს გაყვანა? თბილისის მერია წინასაარჩევნოდ 3 მასშტაბურ სატრანსპორტო პროექტს აანონსებს. ერთ-ერთი მეტროს მესამე ხაზის მშენებლობაა, რომელმაც ვაკეში უნდა გაიაროს. ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება