
რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა. გამყიდველი კომპანია “რიყე დომის” და მყიდველი “მაქრო ფროფერთის” დირექტორი “ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის 9 კომპანიის მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილია. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2024 წლის 7 მარტიდან, ანუ გადეპუტატებიდან 1 თვის შემდეგ ტყეშელაშვილი ბარვენაშვილის მინდობილი პირი შემდეგ კომპანიებში ხდება: ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტში მინდობილობა 8 თვით იყო გაფორმებული, თუმცა როგორც ჩანს