
გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გადადგა — ის გენერალური აუდიტორი გახდება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის გენერალურ აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. “მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი”, —