
ქართული სანელებლების კომპანია Waime Spices-ი კრაკოვში მაღაზიას ხსნის
სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices ევროპაში ქსელს აფართოებს და პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში ფილიალს ხსნის, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი გოგიამ ისაუბრა. მისი თქმით, მაღაზია პოლონეთში აგვისტო-სექტემბრის პერიოდში უნდა გაიხსნას, სადაც სანელებლების სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ამასთან, სივრცეში მიკრო საწარმოც იქნება, რომელიც ლოგისტიკურ პროცესებს გაამარტივებს. რაც შეეხება მაღაზიის გახსნისთვის საჭირო ინვესტიციას, კომპანიის დამფუძნებელი ამ