
“უცხოეთის ბაზრებზე ძალიან დიდია დაინტერესება “საკუთარი ბრენდის” (Private Label) მიმართულებით” – “მაისი”
ქართული ხილის წვენის მწარმოებელი კომპანია “მაისი” საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, გიორგი გუდაბანძე “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, მოლაპარაკებებს აშშ-სა და არაბულ ქვეყნებთან აწარმოებენ. “ძალიან კარგი ტენდენციები იკვეთება ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი კომპანიაც ახალია ამ ასპარეზზე და ახლახან დავიწყეთ საექსპორტო ბაზრებზე ოპერირება. აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს ისრაელის ბაზარზე და საკმაოდ სტაბილური პარტნიორები გვყავს ამ მიმართულებით.