
2024 წელს, 56 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ – „თბილისი ენერჯი” გასულ წელს აფასებს
2024 წელს, შეთანხმებული საინვესტიციო გეგმა 100% შევასრულეთ, – ასე აფასებს გასულ წელს „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე BMGTV-ს გადაცემაში „ #წერტილი “. მისი ინფორმაციით, 2024 წელს, კომპანიამ დაახლოებით 56 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც ძირითადი თანხა ამორტიზებული და საშიში გაზსადენების რეაბილიტაციას მოხმარდა. „ჩვენი ბიზნესი რეგულირებადია. განსახორციელებელ ინვესტიციებს „სემეკთან“ ვათანხმებთ. შესაბამისად, 2024 წელს შეთანხმებული