
წინ დიდი გამარჯვებებია – გიორგი მამარდაშვილის ენფილდისკენ მიმავალი გზა
როდესაც გიორგი მამარდაშვილზე საუბარს ვიწყებთ, ევროპის ჩემპიონატზე მისი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ასპარეზობა გვახსენდება. 4 მატჩში შესრულებული 29 სეივი და დამსახურებული ეპითეტი New York Times-ისგან: The Georgian Wall. ქართველი ქომაგისთვის, უპირველეს ყოვლისა, მამარდაშვილი საბერძნეთთან გამარჯვების თავბრუდამხვევ სიხარულთან და ევრო 2024-ზე დამაჯერებელ გამოსვლასთან ასოცირდება, თუმცა საკლუბო ფეხბურთის მწვერვალის მიმართულებით მისი სვლა ცალკე ყურადღებას იმსახურებს. გასულ უქმეებზე, მადრიდის