ქართულ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა და მზაობა, გამოცდილება უზბეკეთის ბაზარზე გაიტანონ – გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტაშკენტს პირველად ეწვია ქართული ბიზნეს დელეგაცია. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დელეგაციაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ქართულმა წამყვანმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ლოგისტიკა, IT, ტურიზმი, ჯანდაცვა, ფინანსური სექტორი და სხვა. უზბეკეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე კომპანია

Read More