
გმირთა მოედნის ესტაკადის შემოწმების გამო, მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
გმირთა მოედნის ესტაკადას 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური შემოწმება, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასება განხორციელდება. „სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების