
საქსტატის ხელმძღვანელები ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში მონაწილეობენ – უწყება
საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი 16-18 ივნისს მონაწილეობას იღებენ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში (CES), რომელიც ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით ტარდება. საქსტატის განცხადების თანახმად, CES აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან და ის ემსახურება სტატისტიკური მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და საუკეთესო