
MICE ტურიზმში მოვლენები ნეგატიური სცენარით ვითარდება” – BTL Georgia
კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორის შეფასებით, მოვლენები MICE ტურიზმში ნეგატიური სცენარით ვითარდება. “რედაქტ2”-თან ინტერვიუში გურამ ავალიანი ამბობს, რომ კორპორაციული კლიენტებს აღარ აინტერესებთ ის მიმართულება, სადაც უსაფრთხოების მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს. მისი თქმით, კორპორაციული ღონისძიებები გაუუქმდათ პოლონეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან და ჩეხეთიდან, არსებული პროექტების შემთხვევაში კი მასშტაბი შემცირდა. „ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნეგატიური სცენარით მიმდინარეობს მოვლენები. ის გაუქმებები