
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა სურს
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, იწყება გურჯაანში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება. “გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება