
დონაციებისთვის ვქმნი “თავისუფლების ფონდს”, რომელსაც ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ წევრი, დავით ჯინჭარაძე აცხადებს. მისი თქმით, თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. “ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად. ამიტომ მგონია, რომ