
“საბანკო სისტემა იცავს საერთაშორისო სანქციებსაც და საქართველოს კანონმდებლობასაც” – თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, ქართული საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით იცავს – ამის შესახებ თურნავამ IMF-ის ბრიფინგზე, მედიის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც სებ-ის საგამონაკლისო წესს შეეხებოდა. 2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებული საგამონაკლისო წესი უკავშირდებოდა ფინანსური სანქციების აღსრულებას საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში