
“იდენტიფიცირებულია ორი პრიორიტეტული პროდუქტი: აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი. აღნიშნული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიზნით შევსებული დოკუმენტაცია გაგზავნილია ევროკომისიაში, სადაც მიმდინარეობს განხილვის პროცესი“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილიმა თქვა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2028