
ვწუხვართ, რომ მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია – UK საელჩო
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას. დიდი ბრიტანეთი წუხს, რომ საქართველოში ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირისის სადამკვირვებლო მისია და არც მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა ხდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა დემოკრატიული პროცესისთვის