
საქართველო EQAR-ის , ანუ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრი აღარაა. საქმე ისაა, რომ როგორც აქამდე იყო ცნობილი, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ვებგვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი და გამოქვეყნებულია გასული წლის ბოლოს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის განახლებაზე. როგორც განათლების ხარისხის