
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, MEGOBARI Act მიიღო. იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი და გადაწყვეტილებების მიმღები პირების სასანქციო კანონპროექტი კანონად იქცეს, წინ კიდევ ორი ეტაპია – კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. ვინაიდან სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტი, დარჩენილია კენჭისყრის ეტაპი. სენატში აქტი საბოლოოდ ერთიდან ოთხი კვირის ვადაში უნდა განიხილონ