2022 წლის შემდეგ პირველად, 1Q-ში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა

2022 წლის შემდეგ პირველად, 1Q-ში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა

2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, რაც სამთავრობო ხარჯების შემცირებითა და იმპორტის ზრდით აიხსნება – კომპანიებმა ქვეყანაში დიდი რაოდენობის პროდუქტების იმპორტი ტარიფების ამოქმედებამდე სცადეს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 0.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ბოლო კვარტალის 2.4%-იანი ზრდის შემდეგ მკვეთრი ვარდნაა. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაა, რასაც

Read More
ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა კიდევ 75 დღით გადაავადა

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს. „მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების

Read More
აშშ-ის სენატმა ტრამპის ტარიფების გაუქმების რეზოლუცია არ მიიღო

აშშ-ის სენატმა ტრამპის ტარიფების გაუქმების რეზოლუცია არ მიიღო

შეერთებული შტატების სენატმა უარყო არ მიიღო ორპარტიული ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ტარიფების დაბლოკვას ისახავდა მიზნად. სენატის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 3 წელიწადში პირველად, აშშ-ის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ფონზე. სენატში წარდგენილი რეზოლუცია მიზნად ისახავდა ტრამპის მიერ დაწესებული “საპასუხო”, საბაზისო 10%-იანი, 57 სავაჭრო პარტნიორისთვის კი უფრო მაღალპროცენტიანი ტარიფების

Read More

აშშ-ის სენატორისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ლინდსი გრემის თქმით, 72 სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც რუსეთს ახალ “დამანგრეველ” სანქციებს, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ, ტარიფებს დაუწესებს – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. სენატორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებში არ

Read More
ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 3 თვე – რა გამოუვიდა და რა ვერ მილიარდერ პოლიტიკოსს?

ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკულ სკოლებში AI-ის შეასწავლიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სკოლის მოსწავლეები ამ საუკუნის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის შესწავლას პირდაპირ საკლასო ოთახებში შეძლებენ. პრეზიდენტის განკარგულებით, თეთრ სახლში სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელიც საბავშვო ბაღიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის სპეციალურ სასწავლო პროგრამას დანერგავს. საკლასო ოთახებში ხელოვნური ინტელექტის სწავლებით, დონალდ ტრამპს ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის მზად მყოფი სამუშაო

Read More
ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს

რამდენი მილიარდი დაუზოგა მასკის DOGE-მა ამერიკის ბიუჯეტს

ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელიც აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისთვის შეიქმნა, აცხადებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოველკვირეულად საშუალოდ 10 მლრდ დოლარზე მეტის დაზოგვაში ეხმარება ქვეყანას. “საუბარია უკვე დაახლოებით 200 მლრდ დოლარზე და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება”, – უთხრა ტრამპმა BBC-ის 23 აპრილის ინტერვიუში. DOGE სახელმწიფო უწყებებში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაზე, გრანტების და დახმარებების შეკვეცაზეა ორიენტირებული

Read More
მასკის DOGE-მა AmeriCorps-ს $400-მილიონიანი გრანტების გაუქმება დაავალა

მასკის DOGE-მა AmeriCorps-ს $400-მილიონიანი გრანტების გაუქმება დაავალა

ილონ მასკის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა AmeriCorps-ის განკარგულებაში არსებული $400-მილიონიანი გრანტის გაუქმების განკარგულება გასცა. ამის შესახებ Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. AmeriCorps ფედერალური მთავრობის ეროვნული მომსახურებისა და მოხალისეობის სააგენტოა, რომელიც რამდენიმე ათეულ სექტორში, მათ შორის განათლებაში, სტიქიასთან ბრძოლაში და სხვა – მოხალისეობრივი სამუშაოებისთვის სტიპენდიას გამოყოფს. გაუქმებული გრანტი სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის 41%-ია და, როგორც

Read More
“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს” – ზელენსკი ტრამპთან საუბარზე

“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს” – ზელენსკი ტრამპთან საუბარზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორი ლიდერის საუბარს აქვს პოტენციალი, ისტორიულ მოვლენად იქცეს. “კარგი შეხვედრა იყო. ერთი ერთზე ბევრი რამ განვიხილეთ. ვიმედოვნებ, შედეგი მოჰყვება ყველაფერს, რაც დავფარეთ: ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ახალი ომის დაწყებას აგვარიდებს

Read More
“ტრამპსა და ზელენსკის შორის ძალიან პროდუქტიული საუბარი შედგა” – თეთრი სახლი

“ტრამპსა და ზელენსკის შორის ძალიან პროდუქტიული საუბარი შედგა” – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით, რომში პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვალში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენცია კამათის ფონზე შეწყდა. თეთრმა სახლმა პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას “ძალიან პროდუქტიული საუბარი” უწოდა – წერს Politico. ტრამპი და ზელენსკი რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებიან. შეხვედრა ცერემონიალის დაწყებამდე გაიმართა. როგორც თეთრი სახლის

Read More
ტრამპის წარმომადგენელი ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა – რუსული მედია

ტრამპის წარმომადგენელი ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა – რუსული მედია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი მოსკოვში იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასააგენტო Interfax ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვიტკოფი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვიტკოფი აშშ-ის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც კრემლის ლიდერებთან სამი შეხვედრა უკვე გამართა. მის მიმდინარე ვიზიტს კი წინ უსწრებდა ტრამპის მიერ პუტინის კრიტიკა: კიევზე მიტანილი საჰაერო

Read More