
სმარტფონები, კომპიუტერები და სხვა ელექტრონიკა აშშ-ის ტარიფებს არ დაექვემდებარება
დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული და გაღვივებული ე.წ. “სავაჭრო ომი” გრძელდება, მაგრამ მცირედით შეცვლილი რიტორიკით. თუკი თავიდან, პრეზიდენტმა საგადასახადო ბარიერი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა, მოგვიანებით, უმეტესობისთვის ტარიფები დაპაუზდა, ხოლო ახლა, დონალდ ტრამპის გუნდმა გამონაკლისების შემუშავება დაიწყო. პირველ რიგში, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, მყარ დისკებზე, პროცესორებზე, მეხსიერების ბარათებზე და დისპლეებზე შეამსუბუქა, მათ შორის იმ