
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 350 000-მდე ვენესუელელის დეპორტაციას მხარი დაუჭირა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა, გააუქმონ ასობით ათასი ვენესუელელი მიგრანტისათვის ჯო ბაიდენის მიერ მინიჭებული დროებითი დამცავი სტატუსი, რაც მათი დეპორტირების წინაპირობას ქმნის – ამის შესახებ Reuters წერს. სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა და გააუქმა ადრეული ბრძანება, რომლითაც შეჩერდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო ვენესუელელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის პროგრამით დეპორტაციისგან დაცვის პროგრამა.