
დროებით ოკუპირებული ცხინვალი და სოხუმი ირაკლი კობახიძეს პასუხობენ – განცხადებები
ოკუპირებული ცხინვალი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც “თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. “სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და