
უახლოეს დღეებში ან კვირებში ამას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დისკუსია ამ საკითხზე 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ “ბათუმელებთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ის ამჩნევს, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ აზრი შეიცვალა საქართველოსთან მიმართებით. “ევროკავშირში არავის უნდა ხალხს დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე, რადგან ვიცით, რომ საქართველოს