
ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში პირისთვის 16 წლით ქვეყნის დატოვების შეზღუდვა შეიძლება პროპორციულობის და თავისუფლების უფლების დარღვევად ჩაითვალოს — ამის შესახებ ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირეს. პაკეტი ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი